რა ვქნა? ამ წუთებში ჩემში ორი იბრძვის "მე" ერთ "მეში"...


რა ვქნა? ამ წუთებში ჩემში ორი იბრძვის "მე" ერთ მეში-
ერთს სიზმრები უკავია, მეორეს ლექსები ხელში!
სამწუხაროდ ერთმანეთის ორივეა ანტი წრეში.
გამოსავალს ვხედავ მხოლოდ სიზმარი ვთქვა ლექსში.

მაგრამ, მეზიზღება აქაური ყველა სახის ლილი,
თუ სიზმარზე ვწერე, გამოვიდა ძილი!
ჰოდა მივატოვებ მეებს, რომ ძილია ვწერ სიკვდილი-
არც დავწერ, არც დავიძინებ, ვარ პოეტი მე ნამდვილი! 

მაპატიე ნათი ვიტყუები, რადგან ახლა მძინავს,
ამ წუთებში ციდან ვარსკვლავები მცინავს!
მაპატიე ნათი ვიტყუები, ვწერ სიზმარს და მყინავს,
როგორც ვარსკვლავები ასოებიც ბრწყინავს!

"ძილი ნებისა" მინდოდა მეთქვა და გითხარი უკვე,
გამახსენდი, რადგან პოეზიას ვუხმე!
პოეზიაზე ხარ მიბმული და აღარ მრჩება უქმე!
შემიყვარდი, რადგან ფოტოს უღებ ტუფლებს!

და მიყვარხარ რადგან დაგაქვს რაღაც უჩვეულო ჩვევა-
ვერ ვხსნი! შეგეზიზღე მართლა, ანდა ჰქმენი გადარჩევა!
მიხვდი, მეგობრობის ღირსი არ ვარ, აღარც გსურს მოწვევა-
იდიოტი ლექსებს გიწერ და მივიღე გამოწვევა! 

მაპატიე ნათი ვიტყუები, რადგან ახლა მძინავს,
ამ წუთებში ციდან ვარსკვლავები მცინავს!
მაპატიე ნათი ვიტყუები, ვწერ სიზმარს და მყინავს,
როგორც ვარსკვლავები ასოებიც ბრწყინავს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი