Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_4u584jalsjks2bo1tdmqac3bh1, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
შექმენი სიყვარული... - _Ni_Ka | პოეზია

შექმენი სიყვარული...


შექმენი სიყვარული!
ვერ ვქმენი! 
ცაზე მიდის ვერტმფრენი!
დავიღალე! სადენების ელფერი!
დაიღალე! ვარ ხანმოკლე ვერტერი!
ყვითელი!
შექმენი სიყვარული-წითელი!
დავიღალე! ვერ ვქმენი!
ენიგმადან ყვირილის სიტყვით ამომერთმევი!
შენ გიყვარს ყვითელი!
ყვითელი გათენება, არ გაქვს აღფრთოვანება!
ღამე და გათენება, ისევ დაგათენდება!
ისევ დამათენდები!
ღამესავით თენდები
ბნელ და ლურჯ-ცივ სივრცეში.
უარაფრო მუცელში, ცარიელ განადებით
ცარიელი მედები!
ჩემი გამოგონილი სიზმრით აგიღელდები
და შემოვლენ ელდები-
მარტოსული დაშვება-
არსებული სამყაროს აღტაცებულ ბავშვებად!
შექმენი სიყვარულის დაშვება!
შექმენი სიყვარულის დაშვება!
თუ სიცოცხლე მჩქეფარე მიდის ვერნისაჟებად,
შენი გული რას შვება?
არსებობა საშოს ეთამაშება!
სადაც ცამ წამოიწყო ვარსკვლების გაშვება-
ღამეული სიმფონიის განათება გაჩნდება!
შექმენი სიყვარულის დაშვება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი