მივქროდი როგორც თეთრი სიზმარი
მივქროდი, როგორც თეთრი სიზმარი, მივქროდი ცისკენ მოლურჯ ქარებად. ცას მთვარე ედგა ვით წინსაფარი და დედამიწას მზის მხურვალება. და მთვარის სვეტქვეშ ლურჯი იები, (ოჰ, მახსოვს შენი თვლთა მარიდი.) ნაწვიმარ გზებზე ბეგონიები ქმნიდნენ ვიზუალს ჭრელ პირამიდის. თუმც ოკეანე გრგვინავს და ღელავს, დაფარავს მიწას, ყვავილს სუყველას და ჰგავდა ტალღა მორბენალ ელვას და დედამიწა სამ დღის პეპელას. ვერხვთ სიშრიალე ჰგავდა სიმღერებს, და ქარი ფოთლებს ცლის ტირიფებად. იასამნები ამ ტალღის მერე მევლინებოდნენ მარჯნის რიფებად. მივქროდი, როგორც თეთრი სიზმარი ვერცხლის თუთისკენ მოლურჯ ქარებად. და იგი სჩანდა ცის წინსაფარი და დედამიწა ზღვების ქანებად. ———————————————— ალბათ, სიზმარშიც სევდამ მატარა, თორემ რას ვერჩი მშრალ დედამიწას. ალბათ, ბოროტ სულს შიშმა დაზარა, რომ მარტო დავრჩი, არვინ დამიცავს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი