ღვიძილები მექანიზმის...


ღვიძილები მექანიზიმის მომაწოდებს ვიტამინს
და თუ ამიტან, ის
მინდა გითხრა, ხედვაში გაქვს ნაზი, თმა ხშირი, ტანი
და გარსია ტიტანის!
არასწორი ხედვა გაქვს, როცა იძახი "მახარებს!"-
რეალობა ხარხარებს!
ხედებია სილამაზის, მეტყველება- ახანებს,
და შეხედე ამ მხარეს!
მანქანები, მანქანები კაცების და ქალების
დამწყვდეული ბრალების,
სხვაზე ფიქრი, სიახლოვე ნერვოზული ქანების-
დახუჭე თვალები!
კოსმიური რიგის, როგორც დახვრეტილი რკალების
გახელილი თვალები!
ამიტომ, ვერ ავიტან ვერანაირ კომენტარს-
ზებუნებრივ ინვენტარს, დავეწევი კომეტას
და მოვკლავ ინტრავერტს-
შენ რაც გინდა, მინდა მეც!
არ მწყინს თუ დავეცემი და იქ ვერავინ შემამჩნევს,
ჩემს ოთახში ვიწევი!
მე ვერცერთი ქარი მძრავს და ვერც კოსმოსი ვერ ამწევს,
სულ მიწაზე ვიწვები!
თუ სიყვარულს ვერ ეძებ შეიყვარე დინება,
"წამში" აქვს დაბინება!
ვწერ და საღამური ზეცა ღამურებით ივსება
და სიყვითლე წვრილდება,
ნაპერწკლებად იშლება!
უსასრულო სილურჯეში თავი გამიგიჟდება-
გალაკტიკა სივდება!
მინდა უხმო სიჩუმეში პოეზია წავშალო
და ფრთები არ გავშალო!
მართალაი, ჩუმად ვწევარ და ვარ ახლა კი აქ,
თუმცა ჩემი მოგონება სულ სხვა ნიავს მიაქ-
სადაც გული საუკუნო კანონებით ღონდება-
რომ ვერ მომაგონდება!
მოვა გიჟი შთაგონება და არ წავა ალპებად-
აქ დარჩება და თქვენშივე ჩალპება!
შენ, ძვირფასო, სიცოცხლე უსასრულო გგონია,
მე კი უკვე მეწყინა, რომ დავკარგე წამები-
დავწერე და პოეზიით წავედი!
მხილება და საიდუმლო შთაში გამოილევა!
უცნაური სტილის მქონე მომსდევს აზროვანება-
ფიქრი გადაირევა, მაგრამ მაინც ღამდება.
უსხეულო ოცნება მაქვს, ნუთუ არ გამყარდება?!
როს შვეული ვერტიკალი ბრწყინვით გაისზმარებს,
მივაწვები სიმძლავრეს!
ადგილები ვერნისაჟის მწკრივით მომიფენია-
რაც მომიტანს გენიას!
რა ვქნა, მხოლოდ ჩემთან მოდის ამგვარი სიმფონია
და ეს ჩემი ფონია-
უდაბნოში მთა ტირის ეგვიპტური ნილოსი
ყოფს ქალაქს და ანთებული ორი პერიფერია!
ხაზი უკვდავების, ცაზე, ხაზი საბაგიროსი!
მარმარილო პოეზიის, მთაზე ეიფელია!
მსდევენ მე გრიგალები, თუ, გულში სიყვარულები!-
ღამე, ჩემთვის, მარგალიტის მოხვეული მკვლავია!-
აზროვნების უპატრონო სივრცით დაკარგულები:
ჩემი პირველი საფლავია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი