უკვდავება სხვა დროში არ არსებობს!


ოჰ, ქარებში შექუჩული ნაღველი
მაწვება და სიახლოვე მომინდა.
ლანდი ისევ მიტოვებულ გრანელის
შემოდგომის სილურჯეში მოვიდა!
შორს წამოწვა ზეცის ფენა ჰაერში
და ღრუბლები უგზო-უკვლოდ ქრებიან,
რომ აწმყოა მოგონების თარეში
და შემდეგ კი, სადღაც მეფიქრებიან-
სახეები, სახეები, რომლებიც
სულ ნელ-ნელა მუქად წაიშლებიან.
ადგილები, წამები და ხომლებიც-
უმარადო აგრეგორად რჩებიან!
შემწვარია გულის შიდა ნიშები!
ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთი მაჩვენეს-
თვით სამოთხე სადაც გაანაჩენეს!
და მას მერე დამყვებიან შიშები!
ვერსად ვრჩები, ვერსად შევინიშნები!
რომ ღამეებს შერჩით წამ-ალმასებო.
ილუზია და შეგრძნება არარის!
უკვდავება მხოლოდ ახლა არსებობს!
უკვდავება ხვალინდელი არ არის!
უკვდავება სხვა დროში არ არსებობს!
დაიდება ჩემი თქმები წიგნებად
და, თუმცაღა მოვაკლდები მაგ სეზონს!
არ არსებობს იქაური მიგნება,
რომ მიგნება მხოლოდ ჩემში არსებობს!
მომეწონა ,ვთქვათ, ვიღაცის იერი
და მას მერე აღარ ვარ ბედნიერი-
ეს ნიშნავს, რომ მე არა მაქვს შეგრძნება?
ეს ნიშნავს, რომ ამ მოცემით ვერ ძღება?
არა! წამი წამით არის ხნიერი,
რადან წამი წამით არის ნამდვილი!
მართალია, წამით არის შეგრძნება
და სხეული ამ მოცემით ვერ ძღება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი