მე გარეთ ვარ...


მე გარეთ ვარ...
მე მართლა გარეთ ვარ!
და ჩემია მართვა სადაც არე მწვავს
ცოტაცდა წამწლეწავს.
წამი განთიადებიდან ხმას წეწავს!
სადღაც სადაც მხარე მომდუმარე მწამს.
უყუმარე წამს!
მე მართლა გარეთ ვარ!
მე ქალური საწყისები არ მეცვა...
ხანდახან მთვარეც ვარ!
ღამეული ილუზია? გარეთ ვარ!
უგულებელ-პულსი, როგორც არეთმა,
მომაკარე თმა!
სიყვარული შეშლილობით ამერთვა.
მექანიზმის არითმე...
აზროვნება ჩემნაირად გარითმე,
თუ დრო დამითმე?!-
საბჭოიზმო რამდენად გსურს დაგიჯდე?...
ოჰ, ახლა გავგიჟდე!
ღმერთებთან მოხვდე და მერე არ იჯდე.
ღირებულებიდან უნდა განგიჯდე!
სადაც დგახარ თურმე იქ უნდა იჯდე!
სისხლში უნდა გაგიჯდეს, 
რომ სისხლად დაგიჯდეს
და იყო ეული!
ფასი იყოს სხეული!
ბიბლია!
არ ვახსენოთ "ღმერთი!"- სიმბოლიზმია!
ბიბლია ფიქრია!
ორი მხარე მხოლოდ "სიტყვაიზმია".
ეს მექანიზმია!
მე გარეთ ვარ...
მე,მართლა, გარეთ ვარ!
ქარია და საიდუმლო შთა-მერთვა!
წვიმს!- წვეთები გაუკვდავეთ, ამ, ერთმა!
მაგონდება მომავალი მხარე შთა!
უდაბნო და ქვები მხოლოდღა ხრეშთა
და ახლა შთა მეშთა!
შთაინთქმევა ,ყოველივეს ცა, ნეშთად.
დაე წაიღოს!
ცაზეც ეს იერია.
არ მინდა რომ ახლა  სულ სხვა ცა იყოს.
ზეცა ,ჩემთვის, მხოლოდ მშვენიერია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი