მიძინება მინდა!


ვიკარგები ჩემს შიგნით, გამოვდივარ ქუჩაზე.
ავტობუსის შუშაზე ჩემი სული ორთქლია.
გავეტანო სიყვითლეს, როგორც ნაგვის ურნაზე,
შემოდგომას ფოთლიანს!

გადმოვყარო სამოსი, გავიხადო სხეული,
ჩავალაგო სიტყვები- უსასრულო ჩემოდანს!
ლექსს სხეული სიტყვების რომ არასდროს მოაკლდეს
და არასდროს დავხედო პოეზიას ზემოდან!

პოეზია ძვირფასო სულ უბრალო რამეა-
შეგიძლია დაწერო, ქარში გაიპოეტო!
მაგრამ ჭეშმარიტია თუკი სულში ღამეა-
შიგ შექმნილი სინათლე თუკი შენს მკერდს მიედო!

თუ ლანდების დაიძრა სასახლეში არმია-
პრერიების ტილოზე საათები მარცხდება.
სევდა ჩემი პოეზიის გარდაცლილი შარმია
სადაც ჩემი უკვდავება რეალობას გაცდება!

ამღვრეული თითების ღამეული ფუსფუსი.
ვით ღვთაება სიზმარის არსებული კარია
გადმჭკნარი გვირგვინის დავცე იულიუსი
და, რომ ეგო ზეკაცის უბრალო სიზმარია!

სადაც ღრმა შედევრების გადაფრენა იწყება-
იისფერი ღამეა და უკვდავი გულია!
კოსმიური სიდინჯით სივრცის გადავიწყება
დაკიდული ნათებით ზეცა მოზიდულია!

სადაც გრძნობა სურვილის მსგავსი მინიატურის,
ოცნებებში სიცოცხლის ვნება აბრეშუმია.
არის გრძნობა შედევრი- ღმერთი ლიტერატურის,
მაგრამ ჩემო ძვირფასო, უბრალო უფსკრულია!

ვიკარგები ჩემს შიგნით! არ არსებობს იმედი.
ქარი ისევ მახსენებს მოგონების დინებას.
ყველა განსჯა მწვერვალის სრული გარდასულია,
მთელი ჩემი ცხოვრებაც უბრალო წარსულია-

და არსად იფინება სიმბოლური ტიბეტი.
თეთრი ბედის ლტოლვილი სივრცე, არავინ და
მთვრალი-როგორც ღვთაების დაძრული სენტიმენტი!
გიჟი-როგორც უაზრო, მიძინება მინდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი