მე ვცხოვრობ ასე...
მე ვცხოვრობ ასე სიზმრები მესმის ვხედავ ჟამთა სვლებს და მე მას ვერწყმი როგორც ჯამბაზებს 1000 კვნესით ააქვთ ღიმილი და მკვდარი ფესვი განადგურებულ პოზიტივს ვესვრი. ეგ მარტოობა მერევა მეც კი, შენ მარტო არ ხარ, მეც კი! მარტოსულობას აქვს ერთი ნემსი, ათასჯერ მეტად იგრძნობ შეხებას. ჩვენ წვეთები ვართ ოკეანესი და ყველაფერი ერთად გვეხება. მე შენი მესმის, მაგრამ როგორ ვთქვა ამის შესახებ რომ ერთი შესმით ლურჯ სიყვარულად გამომესახე! როგორ ვთქვა "მესმი" როცა ვერ გნახე- ნახონ სიცოცხლე, თქვან ჩვენს შესახებ- რომ მოვკვდით ერთხნის და ვგავდით ერთ სახეს! იყო შემთხვევით თუმცა შემთხვევა არის დროებით, მინდა ყოველთვის არა დროებით და შეშლილი ხარ გარემოებით რადგან არ არის ისე ვით გვინდა რადგან ყოველი ხდება დროებით და მაინც მივიწევთ იქ სადაც გვინდა რელსი აგია ხელებს მოებით რადგან აბსურდი აღმოჩნდა წმინდა მე მაინც მოვალ შენთან. დროებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი