გამაგებინე!
ახლა ჩავწვები და ქარს გავყვები, ქარს ფიქრებისას. ქარ-დაკრეფილი- არის ათასი ქარის დარგები და შენ ყველაში ხარ გაკრეფილი. ქარი მაწუხებს ფიქრის ნიავით, ქარი მთებს იქით გადაკრებილი. არის ენიგმაც ქარისიანი და ჩემს ტექსტებში ხარ აკრეფილი! ქარი ახლოს დგას და ის წვიმებით ააპრიალებს ღამეს ეკლიანს, ამ საღამოდან დაისს მინებით მაგ ბაგის ფერი აურეკლია! და რა ამაოდ, მაინც ვინები შემომრჩებიან ბოლო გზებისკენ?! ხალხი მოძრაობს და მე ვიდგები, და მე ვიდგები ხელოვნებისკენ! თუკი ქარები მარჯვნივ ბერავენ, ნიშნავს, სათავე იწყება მარცხნივ- რომ რეალობით ვერ გამოვავლენ და ოცნებებში მე მაგ თმებს ვვარცხნი! სწრაფად, ცხოვრების, რბიან, ზარები და მე არ ვიცი რამდენი ვარ ხნით. ისევ უაზროდ ქრიან ქარები დუმილს რამდენჯერ, ო, მათში დავხრით?! თუკი ამაოდ დგან ქარიშხლები... გულო, სხვა კოშკი ამაგებინე! თუ გაიზარდნენ შენი შვილები, ანუ, ეგ თმები- გამაგებინე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი