აპრილები


აპრილები
ციდან ჩამოცლილი ყვავილები
ისევ გრძნობით გაივლები...
როგორღაც,
მოგონებას მოწყდეს შენი ბოლო ხმა,
და ისე როგორ ხარ?
სადაც ვტოვე შენზე ფიქრი-აღარ იდო,
მე რომ სითბო ავადიდო
შენ ზამთარი აგარიდო!
ბალახებზე დილის არის ნამი
და მერე ყველაფერში არის ერთი წამი
თუ დასრულდა ნიშნავს ქონდა დასაბამიც!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი