ხან და ხან ვფიქრობ თავად ვარ ღმერთი
ხან და ხან ვფიქრობ თავად ვარ ღმერთი- არ ვიცი სად ვარ და რა მელოდება! მერე სამყარო მეძახის ერთი ისევ და ისევ, კვლავ მეორდება- ხან და ხან ვფიქრობ თავად ვარ ღმერთი! მახრჩობს ფიქრები არ მემონდება შემდეგ მცხელა და ვბრუნდები გვერდით, ღრმა ოცნებები მომაგონდება. ახლა ვწევარ და ჩემს წინ, ის ფერდი არც განძრეულა, ხოლო ჩრდილები მოძრაობდნენ და თითქოს შევედი და მე ვარ გარეთ და მე ვარ ღმერთში. მოძალებული იყო სიმშვიდე, მაგრამ სიმშვიდე ამბობს ომია როდემდე უნდა სახეს მიშლიდე, ანდა რომდემდე? ქმნა სოდომია! აქ აკრძალული არის სიშიშვლე და ჩარათულია ავტონომია! ხანდახან ვფიქრობ თავად ვარ ღმერთი- ალპებზე ვხედავ მზე სინაზეა იქ ზემოთ ზღვაა რაც ღრუბლებს ერთვის და იგი ღრმაა და იგი მე მქმნის- მე მეშინია ძილის სავანე! ვწერ და ამ ქარებს ნურსად დატოვებ. ახლა ათას ხმას თუ მიმაგვანეს ახლა ათას წელს თუ გამოვტოვებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი