ოთახის ფანჯარა
ოთახის ფანჯარა ცის ვიზუალობით, სადაც ახლა ხარ და ქარებს უსმენ- გოგონა მოქრის სექსუალობით ბიჭი ასოდან გაიძრობს ლურსმნებს! მძულს დრატამიზმის შემოქმედება მძულს რომ დროებას გონება უსწრებს! შენზე მუსიკა ქარივით ნელა ღამეში ჩრდილებს მიყავდათ, ლურჯებს! ახლა ჰორიზონტს გასცდნენ და ვღელავ მძიმე სივრცეებს თუ გადაურჩნენ! შემდეგ მომიწევს აწევა თავის, ვიღვიძებ სადაც მარტოა კიდე. მე პოეზია მიხმობს უკვდავი დრო აღარ მრჩება მანდ შემოვიდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი