მაგ ტუჩებს ველი...


ო, სხეულს აკრთობს შენი ხმა ისევ
და ბრწყინვა ცისკენ მე ისევ მათრობს.
მითხარი გზებმა გიბიძგეს ვისკენ,
მე ვფიქრობ შენზე ვწევარ და მათოვს!
კაბები შენი მაისის იმ თვეს
მაგონებს ძლიერ, ო, ისევ მახსოვს
ო შენზე ფიქრი მე ისევ მითრევს,
არ მოვალ შენთან და დავწერ ასოს!
დაგკარგე ვიცი არც ვიწყობ მიზნებს.
შენი კატების თვალებში წამზომს
ვთვლი და უბრალოდ ვიფიქრე, ისე 
თუ კიდევ გახსოვს ის სადარბაზო!
ეგ თმები სურნელს მაძლევდა მაშინ,
შენს ტუჩებს ვარდი მოქონდა ადრე.
მაგ სურნელს ახლა შევიგრძნობ ქარში,
მაგ ტუჩებს მაინც ველი რომ გაქრე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი