ვიძახი ჩემთვის...


ვიძახი ჩემთვის:  ქარი დანერგე!
წვიმა მარტიდან თოვლად გადიქცა!
ვით ორატორი დეილ კარნეგი
ჩემში პოეტი ნახე რად იქცა?!

ო, მახინჯია მისი სხეული!
ო, აბსურდია მისი თქმულება!
იგი ყოველთვის არის ეული,
სურს გოგოების დაორსულება!

თავქარიანი ვითომ სიმღერა
შეზავებული შთაგონებებში!
მე მას ვუყურებ და მეზიზღება,
ის კი მიყურებს გაოგნებებში!

გიჟია ჩემი ლურჯი პოეტი
და სურს ყოველ წამს თქვას სასწაული!
ის დამიძახებს: გახდა თორმეტი!
მე დავუძახებ: გინდა ტყნაური?

მერე სექსი გვაქვს, და არ ვჩერდებით,
სხეულს მისრუტავს სისხლის აუზად.
მერე ვუყურებთ მერე ვშეშდებით
და ასე მოდის ლექსში პაუზა!

ჩემში პოეტი ჩემი ცოლია,
ცოლს კი რატომღაც ქმარი არ უყვარს.
სახლი გარედან თითქოს ბროლია-
შიგ ვალდებულებს ხარისხს აუყვანს!

და ჯერ კვადრატში და მერე კუბში-
პასუხს არ აძლევ უკვე აშავებ!
ნივთები ჩქარა, ჩქარა სუნდუკში,
რომ გამოგყევი ეგ დავაშავე!

მე პოეტი:

"მოგონებები ხშირად აკინძე,
ვინც არ გიყურებს რითმა ატაკე!
შენი თქმით მე ვარ ეს სიმახინჯე,
იცი დავფიქრდი, მგონი ატრაკებ?!"

მე შეყვარებული:

"კი არ ვატრაკებ, მე შენ გიტრაკებ
შენი ბრალია რომ ის წავიდა!
ახლა მწუხარე რითმა იტაკე,
და მიამსგავსე მზე რომ ჩავიდა! :))

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი