ჩემს შეშინებულს და მხდალ არსებას


ჩემს შეშინებულს და მხდალ არსებას
თუკი არ უნდა რომ იარსებოს,
რომ პოეზიურ კლიტის კარს ებას
და უკვდავების მერე კარს ერგოს!
მაშინ მოგიტან ამ დამარცხებას
და გავუყვები ისევ მარსზე პოპს,
ლურჯი დემონის ძირს დანარცხებას-
შეწუხებული სახე ანგელოზს!
მელანქოლია ისევ ქარზე დგას,
მიწას და კოსმოსს ისევ სარკე ყოფს
მე ჩემს საფლავზე ვაწერ არტეფაქტს,
რომ რაც დაწერე ისიც არ გეყოს!
ჩემი მუმია ავსებს სარკოფაგს,
ხელი ნიშიდან აგდებს მხარ-თეძოს!
ცრუ შუქურების მზე ხარ, ანთებას-
უწილადებდა შენ ხმა ეგოს!
ღამეში თოვლი გაინაზება
მოგონებების მოგაქვს ცალკე დრო!
ჩინგიზ-ყაენის გჩუქნი აღგზნებას
და სამოცდაათ გამქრალ მაკედონს!
იმ სიყვარულის გსდევდეს ბრალდება-
რომ მისი თავი შენს მკვდარ მხარს ედო
აჟრიალდება ისევ არსება-
თოვლი თებერვლის ისევ ტანს ედო!
რად მაქვს შეგრძნება გულში დაშნებად,
შორს წამიყოლეთ ლურჯო მარსებო.
რომ მსურს ხელახლა იმის დაწყება 
რასაც სასრული უკვე დაედო!
ო, სანამ ზღვებში წყალი დაშრება,
და ზეცის წმინდა გვჯერა პლაცებო.
კუდი ფარშევანგს აემარშება,
პოეზიაში მე კი ვარსებობ
თუმცა ქროლბა მტვერთან დარჩება
რომ დავუმატოთ თავად არსს ეგო-
ადამიანი გადმოსახლდება
ორად გაყოფილ ძეგლთა ჯარს ერგო!
ზღვით ქარიშხლები მიიზლაზნება
მთვარე იწამეთ, ჩემო ანძებო!
რომ გავამთელო ჩემი არსება
გამომიწოდეთ გული ან წებო!
ციურ ვერტიკალს თუკი დასცხება,
შთაგონებიდან თუკი მაქვს ეზო.
ჩემი სახელი მაინც დარჩება,
როგორც ვირუსი დარჩა ამ სეზონს!
ახლა ფანჯრიდან სხვა მზე ნათდება
სხივებს ქარი სდევთ, ქარში მყავს ეგო!
აჟრიალდება ისევ არსება,
თოვლი თებერვლის ისევ ტანს ედო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი