მე მყავდა ნავი
ხან და ხან ჩემი რეინკარნაცია მიფრინავს ხოლმე და სადაც ვქროლ მე იქ იყო ქარი, ხმა საკუთარი ყვირილი ჩემდა მოლივლივე მთა იძახის: "ხო მე ვუყურებ მტვერთა დინების წევრთა გაყუჩულ ღამეს! აღვართავ ხელთა... შენ წახვალ და მე დავრჩები ძველთან!" პასუხობს ქარი: "რომ აწმყო არის, რაც დადის შენთან, ან ვისთან ერთად, გიგრძვნია ქნარი, წაიღე გულში და დღემდე შენთან ერთად დგას! არის!" გახედავს მთებს და- "მე არ ვგრძნობ ახალს, ვგრძნობ მხოლოდ ძველს და, ო, მახსოვს, თავი და ,მახსოვს, ქარი, როცა პირველად მოხვედი ჩემთან!" იცინის დრო და გავიდა ხანი! "მთა ქართან არი, რაც ერთად ქროდა" ვფიქრობ და უკვე ბერდება კანი, უკვე ძველია: მთა, ქარი, დრო და თავშესაფარი ისევ არ არი, ჩემი სხეული ისევ გარბოდა! მომყვება ტენი- უფრო ბავშვობის მსგავსი რეფრენი და უფრო იქით, სადაც ვერტმფრენი ცაზე ქროდა და მე მიმახორდა! მე მყავდა ნავი და არა ხისგან, არამედ კანის. შევცურავ შიგნით ვეშვები თავით თუმცა საოცრად მომყვება ნავი. ზღვის ფსკერზე თუკი გინახავთ ნავი, მისი მსუბუქი ძაფთა კვალობა, ვიბრძვი შიგნით და გავიდა ხანი! რომ მჭირს სხეულის გაუვალობა და გარეთ უფრო განმტკიცდა წამი და ახსოვს მხოლოდ შთამომავლობა! ნავში მე ვარ და ნავში ანკესი! და მერე გონის ეშელონია! ბუდაში გემო ოკეანესი და ჩემში სახვა კვლავ დემონია! ახლა სხეული სულს რომ გავყარო- წვიმა რომ მოკვდეს ისფერ აპრილით! ვცხოვრობთ იქ სადაც არის სამყარო ბევრი ქვებით და ერთი ყვავილით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი