პოეზია ბრუნდება!


ჩემი სული ცის ანარეკლს ესახის.
ჩემი გული ყოველ ღამით ხურდება.
პოეზია, პოეზია მეძახის!
პოეზია, პოეზია ბრუნდება!

გზა ახალი ოქროსფერი ვენახის.
გემთა ქარი ციდან ზღვებს შეცურდება.
პოეზია, პოეზია მეძახის!
პოეზია, პოეზია ბრუნდება!

ვხედავ, ზამთრით სიკვდილია რეცა ხის.
ვხედავ, სულში საუკუნე დუმდება.
პოეზია, პოეზია მეძახის!
პოეზია, პოეზია ბრუნდება!

შენც ძვირფასო, შეყვარებით გეძახის,
ეს არსება ვერაფრით იკურნება.
პოეზია, პოეზია მესახის!
პოეზია, პოეზია ბრუნდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი