პოეტს დაგიტოვებ


ჩემკენ შთაგონებულ ადგილს უცბად დაემართა ტროა,
ვუსმენ დემონიურ ძახილს: ჩემი მოქმედების დროა!
შეშლით შემოვამტვრევ სარკეს და ცის დავივიწყებ დგომას.
ზამთარს დავუმატებ ზაფხულს, მაისს დავუმატებ კვდომას-
მოვშლი იმ სეზონურ წარსულს და დავტოვებ, მხოლოდ, შემოდგომას!
ძეგლებს ამოვართმევ შემქნელს, ფილმებს გავუქარწყლებ პროლოგს,
ნახატს განვაშორებ დემონს. პოეტს დაგიტოვებ ბოლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი