პოეზია ოდინს ყავს!


როცა შემოვდივარ პოეზიით
მე ყოველ წამს ვმღერი ამ ინდონეზიით,
სადაც ყვავილების ოაზისს
რითმა და ფერების დრო აზის!
ვინთქვა რომ პოეტში პო არ ზის-
საშინელი მოლანდების და მკლავების სო-ლა-სი!
ვით დაცემა კამიუს და ტროასი,
ჩემში ცხენი დემონიურ რბოლაში-
მიქრის როგორც ბუცეფალი პრერიის
მიატოვა ადგილი იმპერიის!
მიქრის იქით სადაც მხოლოდ ხმა ისმის,
იქით სადაც არაფერი არ იცის.
უძველესი ლეგენდების ფარნაოზს
გასცდა: სამარხს, უდაბნოს და ფარაონს.
და პოეტურ მარაოს გავშლი ჩემი სიტყვებით-
საიდუმლო მომყვება და რაც მინდა ვიქნები.
დაწვით ყველა წიგნები პოეზია ოდინს ყავს!
მე მოვდივარ: იქ სადაც ოდინს გავს,
ფიქრს ვატან მოდის ქარს. ტყის ქარი მოლის პანს 
შლის, დალი ცოლი ყავს, ცის კვალი შორი ჩანს,
ვხსნი ნელა წოლით ტანს, იქ ნოლი ფორმითაც
ვქრი. ქროლით მომიტანს ფიქრს, რგოლი კოსმიდან
ბრწყინს ბრძოლის კოშკიდან, შიგ მსრბოლი ხომლი დგას, 
ძირს მხოლოდ ბოლი ჩანს- იმ ღრუბლების რომლებშიც 
შუბლების ფორმებში შუღლები წვიმობს,
ალუბლების მორევში- ლურსმნები გვიპობს,
უბნების ფოსტებში ქუჩები სიმობს,
ფურცლების კონვერტში ოცნება გვიჯობს,
პოეტურ მოლბერტში ლურჯი რომ იყოს
ტუჩები მომენტში- ტუჩები გვიჯობს!
და მოაქვს ვულკანი, თუ ქარი!
უ, ქარი გრიგალი და ჩემი ფლიგელი
ოცნებით მიგელი ვით ლუის მიგელი
მუსიკით ვინ გელის, მომავლით მიმქრალი.
თუმც მორჩა ის მქრქალი ოცნება და მეყო
სხვას გული ორად, მე ათასად გამეყო.
ვუყურებ შენს ფოტოს, ნუ ღელავ არ მავნებს
რადგან ვერ ვამთელებ იმ მარტივმამრავლებს!
ვეღარ ვგრძნობ, ვეღარ მწვავს
ხომ ვთქვი რომ ოდინს გავს
ადგილი-
მე სადაც მოვდივარ ლოდინს გავს
და არის ნამდვილი.

მოვდივარ და ვგავარ მე ოდინს.
ლოდი ვარ! ფიქრსა და მე ლოდინს
შორის ვარ. ხან ცა ვარ მერიდინს 
ვკვეთ და ვარ ფერი ცის 
ვერ წავალ ჯერ, სხვა ვარ და მომსდევს შეჩვევა.
ვერ წავალ ზეცისკენ, ცა შემში შემოდის
ცა ჩემში ეტევა და ვგავარ მე ოდინს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი