Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_i6o1cdegdjmajomo9ph3lbqrd3, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
Mr. ნიკა - _Ni_Ka | პოეზია

Mr. ნიკა


მისტერ ნიკა, მისტერ ნიკა
სახლში ხართ?
მისტერ ნიკა მისტერ ნიკა 
სახლში ხართ?

შეამტვრიეთ კარი 
რომ ნახოთ მისტერ ნიკა სახლში არი
მკვდარი.
ცივი როგორც წყალი და ფანჯრიდან უბერავს ქარი
ფარდის შრიალს ემსგავსა სუნთქვა
სიკვდილის წინ რაც მისტერ ნიკას უთქვამს!
ძირს საშინელი პოზით, 
თვალები ღია და დინოზავრის დოზით,
ბაგეებზე ქაფი, და ერთი ტყვია 
ოქროსფერი ნომრით 
შუბლზე ატყვია
გახვრეტილი ფორმით! 
და ძირს ყრია 10 საძილე აბი 40-დან
პირთან მიტანის დროს რაც დაუყრია
ხოლო ციდან, 
ფანჯრიდან მზის სხივი ირეკლავს სისხლს
და მაჯიდან მძივი უპულსოდ მიგორავს
გვამი არის ცივი, საწოლთან სიგარეტიც კი ბოლავს! 
ვარ სულ ახალი მკვდარი 
და ვამბობ: ყველაფერი ახლა არაფერში არი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი