ახლა საზღვარი თავად მე ვხდები!


ცხოვრების არსი ნულამდე დადის,
მე პოეტურად მივიჩნებ სიტყვებს
და საათები ტყუილად გადის
და მე სიჩუმის სხვა ნიღაბს ვირგებ!
მომეჩვენება ლანდიდან დარდი,
მყოფს და შუაში გადებულ ხიდზე-
მარცხნივ ცხოვრება, მარჯვნივ სამარხი
შიგ არაფერი არ არის რიგზე!
მე შევაჩერებ სუნთქვას და მორჩა,
თუკი მე ასე მარტივად დავთმობ-
მზეს აქედან რომ ძლიერად შორს ჩანს,
ხმებს რაც გარშემო ისმოდა მარტო.
შენ, რომ მოგსდევდა ყოველთვის ტალღა,
ჰორიზონტების მესმოდა ხმები-
გტოვებ შენ და ყოველივეს რადგან
ახლა საზღვარი თავად მე ვხდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი