დაიმსხვრა მთების ოცნება მშრალი.
დაიმსხვრა მთების ოცნება მშრალი, მყინვარწვერები დნებიან ცრემლით, მოგონებებში ქროდა თავშალი კაბის ნაგლეჯი, მცირე ედემლი! მშიოდა წუხელ მე მისი სუნთქვა. მწყუროდა წუხელ მე მისი ნერწყვი. უძილობაში გათიშულ ბუთქვას და აფეთქებას შეშლილს მე ვერწყმი! და სიბნელეში შეძვრა დროება, გადაიფარა მიწამ საბანი. მისი სიშორის გარემოება და ვარსკვლავების სულ სხვა ანბანი! ოთახს წარსული აეცივდარდა, ვნებას ოცნების სდევს მოსასხამი! ცვივა პოლუსი უცხო ციდან და პოეზიაში მისი სისხამი! და ვლაპარაკობ განწირულ ლექსში, მკლავებს ეღვრება მდუღარე ცოდვა. მე სიყვარულის გრიგალი შემშლის- ციურ ტალღების მდუმარე ბოდვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი