ლანდი ლეოპოლდი!
სიზმრით ისახება ლანდი ლეოპოლდი. გრძნობა მბრძანებლობით ედგა ნაპოლეონს. არ დამავიწყდება ციდან შენ რომ თოვდი- კლავდა ჯულიეტას ტოვებდა რომეოს. ახლა, ღრუბლებში სჩანს მთვარის სილუეტი მრგვალი ვერცხლის შუქნი ქმნიან მოგონებას, როგორც დაცხრილული ტყვიით პერგამენტი. როგორც შენი კაბა ხშირად მაგონდება. ისევ ფაქიზია სულის ამორთმევით, მიუწვდენ მწვერვალთა შორის ქვაბულზებზე... როგორც მკრთალ სახეზე შენი თმების რხევით ქარის შეხებული წვერი საყურეზე. მიჭირს ვით ყვავილებს ზამთრის ეკალნარი. დახრის მძიმე ჭკნობით მკაცრი სიცივე და ისევ მარტოობის უკრავს საზანდარი, ადრე, ოცნება კი რას არ აპირებდა. მიქრის მხოლოდ შენით მრუდე ფანტაზია, სადაც ფრინველები შლიან წინაღობებს. ძნელად თუ იპოვი ქვეყნად თანაზიარს, ძნელად ახარისხებს სამყარო თაობებს. ხშირად წარმოვიდგენ: ნაცნობ ქალს მავანში, სახეს გაციებულს, სხეულს მწოლიარეს. სადაც შეშლივით დარბის მკვდარი ბავშვი, შემზარავ ხმაურით კაწრავს როილაებს. როგორც მომღიმარე სახე არლეკინის, ისე სცნო პოეტი ძლიერ მეძნელება. ვიდრე რეალურად მას აქვს გარეკილი და აქ აღარავინ არ მიეშველება. და ჩემს სიცილზე, სუყველა ტფილად: არა ადარდებს, სიბობოქრე არ უნახავს ქვეყნად სოლუნის. ახალგაზრდობა გადამექცა დრამატულ ფილმად და მსახიობიც ამირჩიეს სწორედ კლოუნი. ისევ მიიმალე გზებში, დანისლულში ბზინავს აგელოზთა დასთა ყრუ ფორუმი. არტისტში ბუდობს სკარამუში. არტისტში მუდამ ბუდობს კლოუნი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი