ზეცა მალავს არაფერს
მე ხომ შემეძლო მეთქვა სიწმინდე- ო, მაგრამ სიტყვა, ხომ, სიმბოლოა! ამიტომ არ მსურს სადმე მივიდე, რადგან ადგილი მოდგმის ბოლოა! და უცოლოა ჩემი ფიქრები, მარტო, როგორიც არის დიდება. და მე დიდების ჩრდილში ვიქნები, ხოლო დიდება ჩემით იქნება! ამიტომ მოდი, მე, ხე ვიქნები და სიყვარული გამიშლის ვენებს. და როცა მერე შენ ჩამოივლი და ჩემს ჩრდილის ქვეშ თუ დაისვენე... თითქოს ბუდა ვარ ოკეანეში და ოკეანე თავად ჩემია. პელაგონიით ისმის განეში და მე გავეშვი ამ ისტორიას! თუ ვარ დაბალი მწვერვალთა შორის მე შემიძლია ცამდე ვიფრინო, რადგან ყოველი სიმაღლე მოლის წამოზრდილია, მოლის შვილია, ხოლო ეს ფრთები თაბაშირია და დაიმსხვრევა ყოველი ცამდე რადგან დრო სივრცეს ვეღარ გააფენს- და თუკი ვინმე ასულა ცაში, ნახა რომ ზეცა მალავს არაფერს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი