მე ვხედავ...


მე ვხედავ მზეს, თუმცა მზე ანთებს მის თავს,
და შეუცნობლად აზრის მე გამინათებს წინ გზას.
პოეზიაში ვდევარ, თუმცა მწყურია სიტყვა. 
არსი სიტყვისა ვდგევარ, თუმცა არავინ ისმენს.
რაც ვთქვი ისიც არ მჯერა და სხვას რა ვუთხრა, რისკენ?
სიტყვაა იგი წერა. ეგზისტენცია აზრის.
ხოლო არსების ძგერა გულის და სულის არსი.
ენერგიები მსდევენ, თუმცა ხან და ხან მძიმე 
არის მათი ხმა, მერე გარდაცვალების წინ მე
თუკი დავდგები, ვინმე შემეფეთება? რავი!
არ ვდებ ინტერესს იქ მე სადაც არა მაქვს თავი.
და აი ქარი ბერავს, მაგრამ რა მოხდა გუშინ?
წარსულში თუ შთაბერეს და მერე ჩადეს გულში-
მაშ რა აზრი აქვს ხვალე, რომელ ასპექტში ვიტყვი-
სიტყვას რომელსაც მალე აწმყო დაადგამს გვირგვინს!
და შემოიტანს მერე ჩემში მენტალურ ომს და
ჩემი გონება ვწერე, ჩემი ღონე კი მოკვდა.
ვიწყებ ათვლას და ბრბოში შუამავალი ქარი
მემთხვიოს ქვე ამბორში რადგან არავინ არი.
შევიცნობ რამეს თუ მე? ან სად მიმიწევს ფიქრი?
გაინტერესებს თურმე, რომ ვთქვა მარადით მივქრი!
მაგრამ არ ვიტყვი რადგან, პოეზიაა სიტყვა
და სიმბოლოთა მაღლა, უკვე სიკვდილი ითქვა!
ფიქრობ დამეტყო დაღლა? იტყვი ეშმაკი იყო?
დე იყოს ეგრე რაც თქვი, დაე ღვთიური ვიყო!
სიტყვა ვით აღსრულება და როგორც ახლა ვისმი-
რომ პოეზია მე ვარ და აზრის ეგზორციზმი!
რომ ახლა ლექსნი წვიმს, ვით სიტყვანი იმარტებიან,
რადგან ლექსები არ განიმარტებიან.
და ვიყო მარტო შეშლილი, მარტო, როგორც ანტონენ არტო!
არ ვიცი,პატარა ვარ და არა მაქვს ბევრი ჭკუა
მაგრამ ერთადერთი სიბრძნე სიყვარული თუა-
და მე მხოლოდ მაშინ ვისმენ როცა არის ჩემში
და მე მხოლოდ მაშინ ვცოცხლობ, მხოლოდ ეფემერში.
და გვირგვინი დამიგდია, დე წაიღოს ქარმა.
მე, გენია ამიგია, ცაზე გამობმულმა
რომ ვიცხოვრე და ვიხილე, ყოველივე აზრმა
გასავალი ნახა, მაგრამ მოკლა სიყვარულმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი