ქარები ელვარით ხის წვერებს


ქარები ელვარით ხის წვერებს მღელვარებს,
მაგონებს სად იყო ბავშვობის თამაში
სერიოზული, თითქოს და მწვერვალებს
აგონებს ტიტინით სიყვარულს ეს ბავშვი!
დავიტევ ხელებში ცებსა და ბევრ მთვარეს
და მზეებს არძევებს მოთეთრო პარნასი-
შევიტან ოთახში ვერცხლის თებერვალებს
მაგონებს შენს თვალებს ზღვის ხაზი, ხარ ნაზი!
და ჩრდილში დამწყვდეულ ქარების ბევრ თვალებს
ობობის ინსტინქტით აბროლებს ამ ქსელებს
და შემდეგ მსხვერპლივით მიგუდავს მთელ ჰაერს-
თუ თმებში მოძრაობ მით უფრო გახსენებს!
ახსენ ეს, რატომ ჰგავს ეგ სახე პორტვეინს?
იალბუზს ჩამოსდოს მდინარე პორტუდან.
გული ცემს შევუშვებ და მაინც კოფეინს
შეოაქვს სიზმრების იგივე ფორტუნა!
მორთულა ქუჩები ჭრელ-ჭრელი ბოლებით,
გიყვარს და უყურებ ზეცაზე სერ-ტყელებს.
და ისევ, და ისევ, და ისევ რბოლებით,
პოეტი შენს მაგ მკაცრ სახეზე მეტყველებს!
ვიზომავ დინების შორეულ სამოსებს,
ოკეანს დავარქმევ უდაბნოს ოაზისს.
შეხედე, კვლავ ლექსნი ჩემს სხეულს გამოსებს
და შენგან, ო, მათზე შეხედვის დრო არ ზის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი