ისტორიულ პროფილს
ისევ გრილა გარეთ და სიოში ვარ მე. მდუმარება მხარეს, საუკუნე გავს ძილს. ვწევარ როგორც ჩუმი და შავი სამარე, ჩემს მხარეში თვალთა ელვარება არ კრთის, მაინც ასე მკლავთა პოეზიურ მანძილს მივუყვები ჩუმად და ჩუმია მხარეც, თითქოს მობინადრე არის ჩემში ლექსი, ღამე სიმბოლოთა ანთებს შორ ლამპარებს, უდაბნოში ვდგევარ, საიდუმლო მესმის. ო, ძლიერად ცურავს მოგონება მწვანე. იყო ადრე ლაღი შეგრძნებების გემი. ჩამუქებულ თვალებს, ახლა, ოკეანე ძირავს და მე მძინავს მხოლოდ ეფემერით. გადაიტანს ყოფნა ქროლებებს და დროებს, გაცხადდება ჯიბით რომ ვატარებ ყვავილს. და შეშლილი სახით მიწად შეატოვებს თავისუფალს, მდუმარს და მარად ბირ-ტავილს. ო, თუმცა კი თვალებს ემატება ქროლა, ხიდებიდან ისევ ის თვითმკვლელი თოვლი, საიდუმლოს გაიყოლებს და სხეულის კრთომა, შეიქნება შეხებამდე სანამ შენთან მოვვლი. რომ მენტალურ ბურთში იყო ამ მანქანის ჩენა ამიტომ მსურს შევყვე პოეზიურ მორფინს. მე ,ძვირფასო მართლა, არ მსურს გადარჩენა რადგან ვმალავ, არავისთვის, ისტორიულ პროფილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი