თუკი ხმას გაიგებ


თუკი ცხოვრებიდან ხმას გაიგებ,
იტყვი მე ვარ, მერე ცას აიგებ,
იქნება უბრალობა რასც აიღებ-
ეს სიტყვები როგორც გინდა შენ გაიგე!
ყველაფერი ხდება- რას გაიგებ?
მაგრამ ჩემი დიზაინი საუკუნით გადაიღებს
წვიმებიდან ამორთმეულ სველ ტაიგებს,
სიველურე ვერ წაიღებს, რაც ვთქვი ანდა რასაც ვამბობ,
მომავალი ვერ გაიგებს რას ვიზამ ან რას გავანდობ!
გეტყვი ბრაზიანი, ვით დეკარტე, 
დაგიმატებ ნაოჭებზე კანტებს
ტვინის პარალიზი, მემუქრება ბლანტი
თუმცა ჩემი არტი, შემოქმედის დარტი
ვისვრვი ისრებს კუპიდონის მშვილდით,
შენ დამშვიდდი, რადგან არ მყავს შენი შვილი
თუმცა მარტი, გამოვდივარ და ქუჩაზე დიდი ჩანთით
შიგ მკვდარი ბავშვი, 
რომელსაც ამბოხება აქვს ათასი,
დამნაშავე ვით კანზასი-
კრიმინალთა ამ კათარზისს
გესვრი როგორც წამი თარსი:
როცა დავიბადე წრებრუნვის მანქანაში,
დეკემბერი როგორც თეთრი, პოეზია თავში,
ავადმყოფი ფსიქოპატი სახლში
ლექსთა კვლაში, სიტყვა მომსდევს თუმცა ქარში ვეღარ მომკლავს, არას ვხედავ რადგან თავად მე ვარ ეს თამაში!
ღმერთო რამდენს ვბედავ-
შეშლილი სილუეტის მოჩვენება დნება, 
მე კი მხოლოდ მიგუებ თუ დავტოვე პლანეტა!
რადგან არ გაქვს გეგმა თავში-
რომ იცნო გეინოსის თეთრი მარში
და ის რომ "მე" "თვით" "იგი" წამში 
ამოიცნო! იცი? მე შენ გინცნობ!
ვიცი ეს თვით ვიწრო,
იგი არის ვინძლო
საღვთო კარში 
თუმცა სახელური ვერ ჩანს ბრმაში.
გსურს დავიწყო?
რომ ყოველივე მსურს შევრისხო,
რომ მანქანაში ,გამომწყვდეულს, ვროკავ ვირს, ხო!
ვერ გთოკავ რისკო, თუმცა ცაზე დისკო
მსურს ცეკვაში ავაორთქლო უფრო ღირს, ხო?
ჯიპი, სახლი, მშობლები-წაუღია ჭირს, ხო!
რომ არ ვმეორდები, მაგრამ მიხმობ!
შენში შემოშვებულ სიზმარს ბლოკავ,
მკვდარი ენერგიით ვქოქავ-
სინათლეს თქვენში, 
შუქი კანში, უკვდავება მე მაქვს გენში
და შემაქვს მათში,
ვისაც სურს გაიგოს- ხსნა რეფრენში!

ამბოხებს ალბერ კამიუ-
თუმცა მკვლელობები მიჩვემებენ ემპათიურ
სურველებზე მორბენალ ლანდს სიმპათიურს
ფრენს "მე" და პლიუს
წესრიგში თუმცაღა ქაოსურ რადიუსს
"სუპერ-ეგო" იზიდავს გრავიტაციულს
უხმო გზას, ჩემი მეტყველება გრადაციულს,
ეკუთვნის ამ საიდუმლო აკვარიუმს,
დაამსგავსეს მექანიზმი პლანტაციურს
თუმცა ცაში არ ემსგავსა რამ ეგზისტენციურს!
ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვების ჰგავს პოდიუმს,
გთოხვ, გააჩერე ვიზიტები, ვთელავ დიუმს
და ნუ მაწვდი ნარკოტიკად შენს ოპიუმს.

მე ვეწერები უკვდავებით მარმარილოს
და ვაკონტროლებ საგიჟეთში სასადილოს.

მე ვგრძნობ ჩემს გენში ქარ-გრიგალებს
და პოეზია მენტალურად მაფინგალებს!

თუ არ მოგწონს?- დამიქოქავ მაგით ჩემში
მას რაც ზის თითეულ ჩვენგანთა გენში!
ვხედავ მორს საცალფეხო ბილიკებში.
ვყვირი დროს, მთებზე უფრო მაღალ ტემპში
ვხატავ ომს ლუციფერთან ესპანეთში.
ბალახობს ჩემი პლედი თბილისის პარკებში
არ ვცნობთ ტომს ჩვენ, პოეზიურ ცისფერ მთებში
და რატომ უნდა გიყალიბო კონკრეტებში
თუ რას ვგრძნობ უკვდავების მომენტებში?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი