ოჰ, სახელი დამრჩა თქვენს პოეზიაზე!
არაფერი ხანძარებს, ისევ ჩუმი დინება. სუნთქვა გაიყინება. ბუნება იფინება- მივადექი ტაძარებს, ფრესკით ზე აღმართული მივუყვები მწვერვალებს და მწვერვალი- სართული! ოჰ რამდენი მივლია ქვემოთ რომ ჩავიხედე. მოგონება-ბიბლია. მომავალი ფსიქემდე ჩემში შემოჭრილია გენიური სიგიჟე გაიღვიძონ, აღზევდნენ პოეზიის დილის ჟამს ქარები თუ ასკდენდნენ, კლდეებს წყალი თუ ცვივა პოეტურად არჩევდნენ, ღამის რეტროსპექტივა! არის საღვთო მასა და არის დაძვრა ქანებად მწვერვალებზე ასვლა და ლექსით გამოქანება: თითებიდან შვებული მაგიური ფერებით განა ყველას ცალ-ცალკე, არსებას ვეფერები! ჩანქარებში ჩაყოლა ნანგრევებზე მშვიდია და ჩემი გადაყოლაც პოეზიის ხიდია. გარბის თვალი წამს ეძებს და ირთვება ჩვენება- რომ ვთქვა მშვენება და ნათქვამიც მშვენება იყოს როგორც ქაოსსში წესრიგი იკერება. ჩემი ნათქვამებიდან, მე მაქვს გადმომშვენება! პოლარი მიციმციმებს- ამ თვალების დახუჭვა. ხელი ვიღაცას ეძებს- სამუდამო იჭვები! მდუმარება მაჩერებს და ხმამაღალ კაუჭად ვისვრი აზრის ნარჩენებს, სიტყვების მინიჭებით! მოვეჭიდო სივრცეებს ქარი წვერში დაბუდდა, როგორც დრო, ციცერონიც არასოდეს დაბრუნდა! და შემკული არარით რომ დავიდგა დიდება? მინდა მხოლოდ კამარით იყოს ლურჯი ფინება, სადაც მხოლოდ მე აღვწერ ამ ყოვლიურ წამებს- გრიგალიურ ჰაერს სახე მივაგვანე. თითქოს მოლი მწვანე და პოე ზის რაშზე. ოჰ, სახელი დამრჩა თქვენს პოეზიაზე! აღარც სახლის შეგრძნება და არც მისი კედლების როგორც საღვთო ბერძნებმა იქარივლეს ეტლებით! შეუმჩნევმა შეგრძნებამ ნაპერწკალის ოდენამ ზღვები შეაოკენა, თითქოს ჰოზე მოდენა, იგი პოსეიდონი. და მე ფანტასტიკური ნარჯისფერ სასხამით: პოე ჩემში ტრიალებს ცხრა დემონზე ღრმა შხამით! უშველებელ შველებით, ვთხოვ, მიმიხვდეს მსოფლიო: მინდა დედამიწაზე პოეტი გამოვლიო! ამ ყველაფრის შემდეგ ,თქვი, დავივიწყო მზერა რით? ყველაფერი მიბრუნავს, რომ კოსმოსიც წრე არის! რომ მისმენს თუ არ მისმენს, აზროვნებას ვბერავ. რომ არაფერს არ ვყვები, მხოლოდ ვეფემარვ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი