ო, უსინათლო წიაღი


ო, უსინათლო წიაღი. ო, უსინათლო მშვენება.
ო, ვარ უბინადრო ნიავი, რომელიც არსად გადაშენდება.
თვალებს დავხუჭავ და ღია კი
მრჩება- ბაგეები შორდება!
ო, უღიმღამო მირაჟი. ო, უდაბნო მეორდება!
ვგრძნობ, არ ვიცი რა დავარქვა.
მძულს ვინც სახელი დაარქვა!
ო, უსახელო პლიაჟი, ო, სახელითვე მოკვდება.
კვლავ ქარებს არ მივენდობი, რომ არ ვთქვა ყოველივე ქარია.
თუკი მწვერვალებზე ვთოვლობდი, ახლა, აქ ხანძარია.
შემდეგ მრისხანების ამორძალს, ო, მიეჩვივნენ თვალები-
მქონდა დრო ნიღბების ჩამოხსნა და თვალებს აყვნენ მერე მკლავები.
დარჩა ცარიელი კვალები, ჩემგან სიმარტოვე მოცურავს.
როგორც წვეთნი ნაპირს ნავლები, სურთ სიკვდილი ზღვა კი ვერ ღუპავს.
არის ჩემში დიდი პროცესი. ასე შინაგანი წვალებით:
მოაქვს სტრესი და მხოლოდ წესი: არსი იდუმალებით.
ო, უღიმღამო მირაჟი, ო, უდაბნო მეორდება!
ო, უსახელო ტირაჟი, თქვი სახელი და მოკვდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი