***


- წიგნებს აღარ კითხულობ,
აღარც ოცნებობ და აღარც ყვავილებს უყურებ,
გაჩუმებულხარ ვით საუკუნე.
მე ვხედავ შენში თუ როგორ კვდები.
და კვლავ მოელი, პოეტურ მორფინს
შეუშვებ შენში, ფეხზე ვერ დგები
და  ისტორიულ პროფილს
მიაგდებ გარეთ, როგორც ფეხები
შენი სხეულის ტრანსპორტირება
და სამყაროში რასაც მოელი
არის უაზრო ადაპტირება!
მეც მინდა მასე მაგრამ რატომღაც
ვერ მივაღწიე ამგვარ მშვენებას.
არ შეწუხდები რომ ვწერო,
ჩათში სამყარო აღვწერო
და შეგიერთო, მოგაბა შენ და
დარჩეს აქ, მხოლოდ ჩვენში სამყარო,
რომელიც მინდა, ანდა მინდოდა,
ანდა არ მინდა რომ დავამყარო?!
და რას გულისხმობ არ ვიცი დღემდე,
არც ინტერესი მომაქვს და მივხვდი.
შენი ცხოვრება იქნება მემდე,
ჩემი ცხოვრება შენამდე. მიხვდი?
- ნწ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი