შეწყდეს სანსარა


სხეულს მუდმივად მოსდევს სანსარა,
შესწევს ძალა რომ შეთხზას ლეგენდა,
თუმცა აქ არა, ვერ დაებედა!

სადაც სახლები მტვერში მიდიან
და მერე გვამთა არის სასახლე.
ჩემი ბიბლია-გადამასახლე!

რომელ კიდეებს შევწვდე მწვერვალით,
რომელ ზეცების ხმა დავამყარო-
ვით თებერვალი მთელი სამყარო!

სადაც შვილებზე კრძალვა ინთხევა,
სადაც შვილების არის ბრალება-
არ დაინთხევა იდუმალება!

თუკი თვალები ადრე შეთრთოლდნენ,
დე პოეზიით მოვკვდეს პოეტი-
არ მსურს მელოდნენ, მოკვდა დროეთი!

თუკი ცოდნაში ნახავ არ ცოდნას
და თუ სიკვდილში ბადებ თოლიას-
არ მსურს აქ ყოფნა, მელანმქროლია!

რომ დღეს სიმართლე უმზერს არსს არა.
ყველა ,მიწაზე, სურვილს ვერ ჩენდეს-
მინდა შეჩერდეს მთელი სანსარა!

შეწყდეს სანსარა!
შეწყდეს სანსარა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი