არავინ არ მითხრა!


არავინ არ მითხრა მე მისი ცხოვრება,
არავინ არ მითხრა თუ იგი რას ფიქრობს
თუ როგორ ღამეში აწუხებს ხსომება,
ან ამგვარ ჭრილობებს საიდან გაიქრობს.
არავინ არ მითხრა "არავის არ იხმობს"
და ასე არავინ მე მის მოლოდინში-
არავის არ ვეტყვი კლდე რატომ გაიყო,
რად იყო მწვერვალზე გვიანი- ბოდიში!
არავინ არ მითხრა, რომ ის აქ არ იყო!
და მერე არავინ არ მითხრა სად არის!
ასევე არავინ არ მითხრა რა იყო!
იყო ეს ნამდვილი თუ იყო ზღაპარი.
არავინ არ მითხრა როს მითხრა ანთებით:
"წამოდი აქეთკენ" თუ იყო ნიშანი.
არავინ არ იცის მაგ ხასიათებით
როდის გაქვს ხალასი, როდის კაეშანი!
არავინ არ მითხრა რომ მუდამ ვიქნები
და ,შესაბამისად, არავინ არ იცის!
მაგრამ ეს ერთი მაქვს მძლავრ დადასტურებით-
მუდმივი აქ ყოფნით, რომ უკვე დავიწვი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი