მე არ შემიძლია ვთქვა შენზე "იცის ხოლმე"
მე არ შემიძლია ვთქვა შენზე "იცის ხოლმე" თითქოს ისიც ვარ მე, თითქოს ესეც ვფორმე! იქ ვიქროლ მე, როგორც გავიგონე მდუმარება ამოართვეს ანტიგონეს- შუაღამით დამწყვდეული არის მწვანე და უფრო ლურჯი შემიდედდა ოკეანე. ჩემო სულო სილუეტი მომე რამე წამის მერე საუკუნით მომეამე! მითრევაა- კი არ მეჩქარება- კონტექსტიდან ამოღებული თემაა- მეს ჩქარება თითქოს ზეჩქარება- მთელს ჩემს შთაგონებას შენკენ ეჩქარება- და გამოიწვის შემდეგ გულის შეჩქარება- პეპლების და მოლის, წვიმის, გვირილებს რომ საუკუნით ვყვირი მე რომ პოეტს მაქვს გარითმება ჩემივე მიგნება ყველანაირ პოლემიკას ემიჯნება. სიკვდილიდან არცერთ საწყისს უერთდება არამედ, საწყისიდან სიკვდილესკენ ემიზნება, როგორც დამიზნება კუპიდანად აღიგზნება- შემდეგ არი გზნება, როგორიც ზმანება- ახლა, ის დარება აღარ მენანება. გადაიგზავნება, ხმა არის ბრძანება და პოეტური რადიუსი ჩემით იფარება! რა არის გზა, ნება? თუ არ სატანება- თუ ვარ გატანება, მაშინ მინდა ანგარება! ვარ გრაალკრისტალება, ეს დუმილის ხმას ება! რომ აღარ მეღვიძება და აღარ მეძინება, რომ ახლა იწერება ის, რაც არ დაიწერება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი