ერთადგილს ვტკეპნი...
ერთადგილს ვტკეპნი, ვიკიდებ ახლა ობს რომ არ მსურს მე გარეთ, ახლა მე ვსახლაობ! და დუმან მჯდომარე იქ ფარაონები, ისინი მელიან, ვით ჩემპიონები. და ზღვებზე ხმებია: ტალღები, გემები- ზღვის მიერ ანარეკლ ღვთაებას შევები და ვარ ვით ენები მიწაზე მჯდომარე, გონების უფლება, ამოვწერ მორალებს, რომ ყველა სოლარებს მსგავსი აქვთ კოსმოსი და ყველა ინდივიდს... და ყველა მომწონს იქ! გაყოლა ფოსფორს მხდის, ვცნობ ციურ კამათებს და ახლა ფოსფორით მიწისკენ ვანათებ- მიწისკენ დავდივარ, მიწისკენ დავრჩები. ვერ ვნახავ პალმების... ვეღარც ერთ ღვთაებას ვერ მივესალმები! და როგორც ალვები ორ ადგილს იქმნიან: არავის იქ ველი! ტანს ხალხთან დავტოვებ, გთხოვთ, იყოს შიშველი- ო, სულთა თვალები ამგვარ აზრს მიქმნიან! გეზები მიქრიან, ყოველთვის ვიქნები- რა ვქნა? თუ ამგვარი სიდიდე ვიგრძენი? ამოვწერ, მე მხოლოდ ამოვწერ ცხოვრებას- მაშინებს წარსული, არ მემახსოვრება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი