რომ ცხოველები ვყოფილიყავით!
ბუნება როცა ზღვებს ინაპირებს მაშინ ვერაფერს სევდა აპირებს! აი, ხმამაღალ ზვავად გაისმა: საღვთო, უკვდავი, სივრცე, ქარიზმა- და აქ ქარები გლეჯენ ცისნათებს ახლა არ ვღელავ ვინ რას მიმზადებს. რომ პოეზია ჩემში ცოცხალი იქნება მუდამ ვით ამორძალი, როგორც მაგია, როგორც თვალები- სამარადისო იდუმალების. თუ არ აგია გზები ციური და აღარც ფრთების არის შემჩნევა მაშინ ვანათებ როგორც მზიური და ხმა ელვარე გადამეჩვევა, როს საუკუნე გავა უთვლელი და საუკუნე იწყებს ახლიდან- რომ მე კი არ ვარ საუკუნეში, რომ საუკუნე ჩემში ჩავიდა! რომ შეხსენება მაწვდის სახეებს და ამ სახეებს ახლა მოვიცლი- ცვლის სიყვარული მეზამბახეებს, მაგრამ სიყვარულს არ გამოვიცვლი! და თუ ვერ შევხვდი ქვეყნად მხარეებს, მე მხარეების არ მსურს შეჩვევა, რადგან მსოფლიო არღვევს არეებს და დედამიწაც გადამეჩვევა! რომ შეგრძნებათა დადის ისარი, ცა შემოისხა, ვით კეისარი. როცა წინ მეჯდა სახე შეშლილი და შუაღამით, როცა ვიყავით: რომ ცა გვქონოდა გამოჭედილი, რომ ცხოველები ვყოფილიყავით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი