ვინმე შემოდით
ვინმე შემოდით- ზეცა წვიმების სევდად მექცა. ვინმე შემოდით- ალ-ქვესკნელის დემონით ვინმე შემოდით ანგელოზი გადამექცა! არ გჯეროდით- მე საუკუნით გელოდით! ვინმე შემოდით- ზეცა ჩემს ქვეშ არის რეცა! არ მელოდით- მე საუკუნით ვმღეროდი. ლურჯი მელოდით- ფუნჯი ჩემზე დაიკეცა ვით ვრუბელის დემონი. ვინმე შემოდით- მწვერვალების ხმა წამექცა. ვინმე შემოდით პოეზიის გენმოდით! ვინმე შემოდით- რომ სიმარტოვის ვიქცე მხეცად. ვინმე შემოდით- ლექსი ეფემერობით. აკვარეული ვარ ლანდების წვეული მდუმარეული "სილუეტეზეუმი" ვინ მუზეუმი? ვარ ყველაფერზე სამუმი! როცა მითხრა პომ "ჰეი" მე დავადგინე პომპეი, რომ არის მხოლოდ წუმპე ის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი