მე ვწერ ისე, როგორც არავინ!
მე ვწერ ისე როგორც არავინ, მე ხელს ვიძენ საუკუნის კამარის. მე ველი მზეს მხოლოდ მანამ ის სალამს მგვრის იასამანის! როგორც არავინ ვწერ ისე! უძლურია ჩემში ის გაბედვა რომ საუკუნე მიატოვოს, როგორც მტვერთა მხვედრმა ძირს ვუყურებ, ანუ მე მაქვს ზემო ხედვა დამაქვს ზემე შემოხედვა! მე შემიძლია შეგიყვარო წამში და მერე სამუდამოდ ვიყო მაგ ნაგავში.. მე შემიძლია გაღიარო ქარში და როცა ქარი ჩადგება შეტანილ იქნები ქალში! სახელს- რომ სჭირდება მას ტენი, რომ მტერს ათქმევინოს მასტერი! ვგრძნობ მტვერს საუკუნის ანტენით. დრო წევს არტემიდას იონებს დრო კი არ გაიგონებს! რეკს ცა ოკეანის პრიორებს ტრიალი ემბრიონებს ჩემში სძინავთ ცხენებს და ღვიძავთ გალაკტიონებს! რომ აღმოიფხვრას "მაგრამ" სამუდამოდ გააჯვას თუ დააშავა გაგრამ! და თუ კი ახლა პოეზიას, საუკუნით, მკარგავ შეიძლება გავიღვიძო ათას წლების ფარდად! ლეოპარდი მარდად გადმოვსხი დესანტად, მწვერვალებზე ახტა! და თუკი იტყვი რომ ვწერ ზანტად ათას ხუთას კარმას შემახვედრა ქარმა, როგორც კეისარმა- ვუბრძანე, ფორმა შეიცვალოს ბარმა და დაემსგავსოს სიმაღლეს რაც შეიძინა აზრმა! უნიტაზმა თქვა ხმა პლანეტის! ჩემი კაბინეტი, რომ არის ტვალეტი! პოეზიის გავჭერ საუკუნო ლენტი, გათიშული როგორც აბონენტი. მიუყვები შენს გზას ან ძილს ამ ორადორში ხარჯავ მანძილს, ულიმიტო გაქვს ინტერნეტი და მაინც უფრო მეტი ენიჭება ღრმა ძილს, ხოლო ჩემი ხმაა დაძვრის! ძირს ყველაფერი რაც კი მუდამ გავს ძვირს, ყველა მოძალადის ბოღმიერი ხმა ძირს! ვტყან ხდა და რაც ბიზნესებს აღძრავს-ძირს! ვატყობ საუკუნე გავს მინის ციურ აღმაფრენას ალპინის! რასაც ვამბობ არის ახალი და მე ვვლი მილს წამში ჩემში ვქმნი და ვდებ ლიმიტს. ირონიით ეგებები შენს ღიმილს. თუ რეალური ხარ- ჩქეფ ტკივილს! ფამილარულად ცვლის ერთ ღიმილს, მეორე და ქმნი ტკივილს! ცეცხლის ბორბალივით მოსახვევში ვწევ წივილს, რადგან ჩემნაირად მხოლოდ მზე წივის- მაშინ შენნაირად არ ვქმნი რეციდივს და არ ვგრძნობ ჩემივე ბიჭობის სენსიტივს! ეს შენ ხარ სექსისტი და გრძნობ კაცთა მოდგმის ეგზიტივს! მე ვწერ ისე, როგორც არავინ! მე ხელს ვიძენ საუკუნის კამარის. მე ველი მზეს მხოლოდ მანამ ის სალამს მგვრის იასამანის! როგორც არავინ, ვწერ ისე! თუ გვსურდა თანაბრად რომ გვეარსება- უნდა ყოფილიყო "ერთარსება". დააშავეთ როცა "ქალი" იყო ავზი და მასში "კაცის" მილიონი ხავსი და ამ დროს დაიკარგა არსი, რასაც რეალურად უნდა ეარსება! და შენ თუ საუბრობ ერთ შრეზე, დამაქვს საუბარი მე მთელზე, ერთ წესზე- ატრიალეს მთელ წრეზე- ორი მხარის ინცესტზე! რაც შეეხება მუშაობას გონში- იგი არის ომში და არ გავა ბოლოში, სანამ იარსებებს აზრი და ინდივიდის შეუმჩნევი პაზლი! არ აქვს მნიშვნელობა დამპალი თუ საღი, უნდა იქონიო უაზრობის ბაღი! თავისუფლებისკენ მიმაქროლი ბავშვი, რომელ არს სხეულის და ფიქრის ტყვეობაში! საუბრები აგავს შეურაცხოფაზე მავალს და არავინ ამბობს გამოსავალს! უნდა ვაღიაროთ ღვიძილით, რომ ამ ყველაფერს შევაჩერებთ მხოლოდ - ს ი კ ვ დ ი ლ ი თ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი