გაიღვიძე, მე შევნიშნე ფუძე-
გაიღვიძე მე შევნიშნე ფუძე- და სიცოცხლის საწყისს ახლა მე ყველაფერს ვუძენ, რომ მოხდეს აზროვნების მაღლა შტორმიული ფსიქე- ვზიდავ მე თუ თვით უფსკრული აზრი პოეზიზე ბაგეები, ლოკაცია, სასაუბრო პირზე, რომ მე ამ ხმებს ისტორიულ გარითმებად ვისმენ! მახსოვს ღამე როცა ჩუმად ვწერდი ჟიზელიზე! და ეს დუმილი შთაგონების იჯდა დინამიტზე. ოკეანის გაგონების მსგავსი ფრენა ვიგრძენ: სიყვარულზე უფრო მეტი კოსმიური სიგრძე, მე ვზივარ თითქოს წიგნზე თუ გსურს რომ ახლა იმუშაოს მექანიზმის სივრცემ მე შენნაირად ვიღებ ხმას და მინდა ტრაკი მივცე! მე მოვქრივარ დედამიწის ალპიურთა რიგზე, ჩემი ჩრდილიც მოღვაწეობს ისევ იმ ადგილზე! რომ არის ირგვლივ ყველაფერი და არაფერი რიგზე! უცბად გავიღვიძე და ჭერზე ლაქა აზიარებს მარტოობის ფიქრზე- შეუმჩნევად შემოვარდა შეშლილობის ის მზე რაც ამბობს ყველა ვერ მოვარდა, რჩეულია სიბრძნე! კვლავ დუმილს ცამდე აუალდა ლურჯი, ზეცის ფირზე! ტონალთა და ნაგუალთა ხმები ახლა მისმენს და ვბობ როგორც მეომარი უსასრულო შთანთქვის- გადაეცით მსოფლიოს რომ სიყვარული გავთქვი, ოღონდ სიტყვით არ ვთქვი, იგი ჩემში აღვთქვი და ვით ზღვების მოლანდება სიღრმეებში დავქრი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი