და აი ახლა მეწყება რყევა


და აი ახლა მეწყება რყევა, ვით გადახვევა
გზიდან და შემდეგ
შეუძლებელი არის შეღწევა
რომ დაელოდო უტყუარ შედეგს!
აი აქ ახლა ვგრძნობ მსდევს მე რბევა
შინაგინი თუ გარე სამყაროს-
ხან და ხან მინდა მხოლოდ გაქცევა
და ნაწილ-ნაწილ სული დავყარო.
ახლა და აქ მაქვს თავში ნააზრი-
ასე ათასი შედის და გადის,
რომ თვით უკუნის დგას შინაარსი
მასში სინათლის წამი დალანდვის.
და ვხედავ შორით ისიც ახლაა,
და თუ ვიხსენებ, აქ იმართება-
შეტყობა ვარდნის რაც კი ახლაა
ის მწვერვალებად აღიმართება!
უსაშველოა გულიდან სუნთქვა,
სუნთქვა ჩამესმის და არა ჩემი-
ეს არის ჩვენი თითქოს სანუკვარ
ოცნების ლურჯი ვიხილე დენი-
და პოეზიას სულით თუ ვტენი,
მაშინ "მე ვინ ვარ?" ძლიერ მცირდება
არ არსებობის ძლიერი ფრენით
თითქოს ვარსებობ და მეფიქრება!
და აქ რაც ახლა გახდა წერტილი,
ეს შემომიტევს გიგანტ ალპებით.
ახლა მე მთელში ვარ გაწყვეტილი
და მისგან ცალკე, მარტო დავლპები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი