მე ვწერ და ლექსს ვდებ


მე ვწერ და ლექსს ვდებ
და ვრჩები პოეტთა შემდეგ!
მე ვწერ და ბაღდადს
ვუწყობ ავღანურ ბაღნარს!
არ ვაღიარებ ზემდეგს,
არ ვცნობ ბურკას ელფერს,
რადგან თვალები კვდება,
შემდეგ მკლავს მეტყველება-
რომ ხან და ხან ხვდება
აზრი არ ააქვს ნებას!
მე ვწერ და ვერ წევს
გიგანტურ ზეცას ვეძებ-
თუკი უჭირავთ ხელით
მე ცებზე გადამაქვს შესე-
ვჩანვარ ვით შავი ხვრელი!
იდუმალება მომსდევს
და მეც არ ვიცი რა მჭირს.
ახლა ყველაფერს მოვსდევ
თუმცა შენ მაინც გამზირს,
უარყოფ ყველა დრომდე
სანამ ვივლი და ვუმზერ-
ახლა ბეტონის კორპუსს
და აივნების შუშებს.
არსად გირეკლავს მინა,
თვალზე წაისვამ კონტურს-
და ეგ ხაზები ბრწყინავს
და ეგ თვალები მომწონს!
ჯერაც არ იყო მარტი
რომ ქარ-ელვარე
ჩემგან გამოწვდილ გრძნობას 
უთებერვალე!
მე ჩამოვანგრევ მწვერვალს 
თუმცა ვერ დავლევ-
უკვე აშენდა ჩემში
ზღვები მღელვარებს,
უკვე საუკუნეში
ვათრევ გემბანებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი