როცა მოვედი...


როცა მოვედი მე მაშინ მარტო, 
ვწერდი მათნაირ უკვდავ ქარაგმებს-
ჩემს საუკუნეს უმისამრთოდ
მარტო ვიყავი, მარტო ვამაგრებ!
იგი რომელიც წერს ჩუმად თქვენზე
და თვითეულთან უდევს სასახლე
ვის გაუგია ლექსები ქარში?!
ვის გაუგია ლექსის სასახლე?! (კუბო)
ეს უკვდავება მე ამყვა შთაში!
ეს უკვდავება დარჩება ჰაერს-
ჰაერს რომელსაც მე ვშთანთქავ წამში-
და წამს როდესაც მე ვიჭერ ტაეპს,
ტყიდან ვარდნილი ნისლების ცვლაში,
შეურაცხყოფულს, შევხედავ ხორკლებს,
შემდეგ პოეტურ იდუმალ ხმაში,
პოეზიაში რამდენი მოკლეს!
მე უყველაფროდ ვწერ პოეზიას
და უმიზეზოდ- სული დამება!
და არ მანაღვლებს ეგ პომპეზია
ან მოკარება ან ანგარება!
მე უყველაფროდ ვისვსრი სიძულვილს
და სიყვარულის სუნთქვა მაღმერთებს-
კარიერისგან არ ვიკლავ წყურვილს
და მარტოობაც არსად მაერთებს!
მხოლოდ შეშლილი ხმებიდან ვთვრები,
მხოლოდ დემონში ვხედავ სამყაროს
და არანაირ მწვერვალზე ვდგები,
მე, ერთ ოთახში რომ დავამყარო
ყრა ყვავილების როგორც ტრიუმფი,
გასეირნების შემდეგ დრო მეა!
ასე ყოველ ღამ ჩუმად ვილუმპვი
და ყოველ დილით ვარ აპოპეა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი