ახლა მრისხანებას ვმართავ!
ახლა მრისხანებას ვმართავ, მინდა ვიყო უფრო მშვიდი როგორც უმოძრაო ხიდი და მასზე გადამქროლი ქართა რაღაც შეერთების მსგავსთა- უცნაური კვლავ ამინდი! ისევ შემოდგომის კართან მინდა ვწერო მზეზე რიდით თითქოს უხანგრძლივო გიდით- ახლა მრისხანებას ვმართავ. ახლა მრისხანებას მართმევს ჩემში ის დემონი დიდი მისი თვალებია მშვიდი თუმცა სიდიადით მხლართავს! ახლა ყველაფერზე დიდი ახლა ყველაფერზე მცირე- არის სამყარო და მივხვდი, მხოლოდ ვადაპტირებ! ისევ შეუმჩნევი ქარი მინდა უალერსოდ ყოფნა- ისევ შემოდგომის თვალი ჩემში ახელს დამჭკნარ მოდგმას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი