ამნეზია
ხმებო, ახლავე დამტოვეთ მარტო მეწეწება სული უკვდავიურ ქარში- თითქოს ოთახში გადავწვი მანტო პოეზია დგას ათასის ხმაში! რატომ აღარ ვწერ მშვიდსა და სითბოს? რად ვიყურებ დემონის თვალში- თითქოს სამყაროს დააჯდა კიბო და ყოველივეს ახარებს კვლაში! რატომ აღმოვჩნდი სიყვარულს გარეთ? რად არ მსურს სხვა, ანაც მოკარება? თუ უკვდავება ბოროტად ვხარჯე მე დასამარხად მაქვს ვითარება! რომელ პოეტებს პაექრობ ანდა. შენ ხომ გიყვარდა! რატომ წახვედი! მაინც რა გქონდა იმ გოგოს გარდა ან მაგის ნერვებს რატომ არხევდი? რამ გადაგრია უაზრო რიგით, რაებს აბოდებ მძულხარ! გიჟი ვარ! და კვლავ მიყვარხარ აწ უკვე რიდით, და ხელოვნების ცხენზე გიზივარ! მე მდუმარებამ შემშალა უეჭ- ახლა ოთახში ვგრძნობ დეპრესიას! და სამუდამოდ დალუქულ დუეტს- ვუძღვნი პოეტურ ხმის ამნეზიას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი