პროფილი ზევსის!


მე გადავხედავ ელვიურ ზეცას
და ვაპაუზებ და მოჩანს ფესვი-
თითქოს ცხოველი გადიქცა მხეცად
და წაიშალა პროფილი ზევსის!
უკონტროლოა ზღვები  და მეც აქ
ჰორიზონტების ვიხილე ქედი
პოსეიდონის ფარფლები მეცვა
თუმც ოკეანეს ვერ ვიჭერ მეტი!
და გაიბზარა ჯერ სტრატო-ჰეკლა
და მეც ,ჰადესი, ვიგონებ ვდუმდე,
რომ მის სიყვარულს ჯერ გადავეკლა,
შემდეგ ჯოჯოხეთს რომ დავუბრუნდე!
მე წითელ ქვების ცეცხლიდან მეწვა (მეწვის)
გული- ბაგეთა ვაერთებ მზე-პირს-
ვით აპოლონი ვიყავი ზე წვა
თუმცა ახლახანს ვუყურებ შექსპირს
და მეც სევდიან ქარიშხლებს ვესმი-
ო, მაგონდება თუ როგორ მეწვა,
მისი სახიდან ბაგე არ შევსვი!
თითქოს ცხოველი გადიქცა მხეცად
და წაიშალა პროფილი ზევსის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი