ლამაზი, ნაზი დღეების ხაზი
ლამაზი, ნაზი დღეების ხაზი მაგონებს იმ ძველ ჭაობის ქოხს და ახლა ნისლების მოძრაობს გაზი ნეტავ რა მოხდა? რიგები მიქრის ღამეებს ითხოვს. ყოფნას და წერას წუთები შვრება. მე სადაც მინდა დროება იქ ხომ მიილტვის ჩემით და მერე რჩება და მერე ვრჩები, ოთახი ვიწრო, მახსოვხარ შენ სავარძელზე კოხტად, მუსიკას ვუსმენთ და აღარ ვფიქრობთ- ნეტავ რა მოხდა? თითები ახლა კლავიშებს ლანდავს და მოჩვენებით ასოებს იჭერს- ოცნება რომელ ადგილშიც ჩაგვდგავს, იმ ადგილიდან ხომ აღარ გვიშვებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი