რენესანსისთვის
წყვდიადი ჩამოდგა და ღამე უცვლელად პაექრობს ფიქრებზე და მთვარის მარგალიტს აჩუქებს ქარბუქებს რომელიც ილევა და აღძრავს სიმშვიდეს რომელიც არ დადის. მე მსურდა სიჩუმე თუმც ახლა ქარია მისი ხმა რომლამდეც მივყავარ სილუეტს და ახლა ხმაური ყველაზე მკვდარია და თუმცა სიჩუმეც საუბარს მიტოვებს! არ იყო წყვდიადში ნაზი ჰარმონია. ო, ამგვარ საშინელ მორევში ყვირილებს მე ვსდევ და უკვდავი ხაზის აგონია ზღვებს იქით მდებარე მახსენებს გვირილებს! ო, მსურდა ოცნების გიჟი გაფიქრება და ახლა მოელის სურვილი ასახდენს- დრო თუმცა მოგნების იყო, ან იქნება გაყოლა სხეულის დარჩენის აზრამდე! მე უცბად მოვიხსნი ნიღაბს და მღელვარებს, რომ ვსრულყო წამები და მერე არსისთვის- მე ახლა ჩამოვხსნი მსოფლიურ მწვერვალებს რადგან აქ მე ვდგავარ მათ რენესანსისთვის! რომ ახლა ურყევად დილიდან საგამდე მიმოქრის სხეული პოეტთა სარდაფში. მე მინდა დარჩენა, თუმცაღა სადამდე? მე ვირჩევ გაფრენას და არსად არ დავრჩი! ამდენ მტვერს, კოსმოსის ბორდოსფერ ნესტოებს, გავუშვებ და ნისლთა ღრიალში ზავდება. სიცოცხლის გამზირზე მე რასაც ვერ ვტოვებ, ის ნაგლად მეძახის: არარა აღდგება! და წვიმს და ნესტია ჩემს სიმწუხარეში და ახლა სისველე ტაძრებად ამწყვეტენ. ალბობს და მეძახის იმ უკვდავ მხარეში რომელზეც აქამდე საუბარს ვერ წყვეტენ! არ აქრობს ზეცეთი მასში მჯდარ სიმბოლოს და მუდამ მზეზე დგას ყოველი ნარეკლი. მეც ასე არ შევწყვეტ ჩემს ზეცას და ბოლოს სიმაღლის სიცივემ გამმართოს დაე კლდის. მე მომწონს ნატრობა იმის რაც აღარ მაქვს, მე მომწონს სიტყვები, რომლებსაც გავისვრი. თუ არ მე ამ პოეტს მითხარი რა ხატავს? ან ასაკს თუ ჩავთვლით რომელ კლდეს არ მივწვდი? პეპლების მდელოებს შევხედავ სიცივით და შემდეგ სიყვარულს შევუქმნი წამისთვის თავს, სადაც მზესავით ცეცხლის ასტეროედს აქრობს ოკეანე უშენო თვალისთვის! მე არ მსურს სიჩქარე რომ გავყვე მწვერვალებს! ყველას აქვს მწვერვალი, თუმცა ამ ღამისთვის მსოფლიოს კისერზე მხოლოდ მე ვველვარებ და მერე ჩავქრები კვალვ რენესანსისთვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი