ახლა არ ვიცი რა მინდა
ახლა არ ვიცი რა მინდა მე არც შეგრძნება მეძახის არც ფიზიკური სხეული არც სულიერი წრე ხაზის, ახლა ყავას ვსვამ, ხოლო წარსული თითქოს გადადგა ჩემგან შორებით. არის მიტინგი ქარის ქროლებით არის არარა რასაც განვიცდი! მე ვხედავ არსად თავს სადაც მოსჩანს ან შემიძლია რომ გავაჩინო. მე მინდა ის დრო რომელიც მორჩა, ანაც არ მინდა გადავარჩინო! მოკლედ არ ვიცი რატომ ვარსებობ, ან სად დავდივარ, რომ მეფიქრება ეგ განშტოება ჩემით არსებობს, მე ვარ დროება სადაც მიკვდება ის არემარე და მიძინება ვით გიგანტების ჩუმი ცახცახი. მართლა არ ვიცი ხვალ რა იქნება, მე ვიყურები გასწვრივ და ხაზი. მე გადავხედავ ჩემს გვერდით ჰაერს და გამჭვირვალედ ვენდობი წყვდიადს! და მძიმე შუშა ცარიელ ტაეპს ეყრდნობა როგორც თეთრ ენერგიას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი