მომეძალა სიტყვა


მომეძალა სიტყვა შთაგონება მახრჩობს
ნიავს გავდა ყინვა შემოდგომა მათოვს.
მივეძალე პორტრეტს საღებავი წვეთავს
აქ გოიას მონსტერს გოეთემდე ვხედავ!
შეუხრელი წარბი, მკაცრი მზერა ცისკენ
მზერა ისევ გარბის, გარბის ზიანისკენ!
იჭერს ლანდი მომხდარს, ახსოვს დღე და ღამე
ნიჭი ჩემში ოხრავს, წერა ბზინავს გარეთ.
შემეცოდა ყოფნა, შემეცოდა ზურგი
მას რომ ფრთები მოკლავს, მე ვიღაც ქირურგი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი