მე ვგრძნობ რომ უდაბნოა
მე ვგრძნობ რომ უდაბნოა და მწვერვალზე არწივი ზის მისი თვალთახედვა უმართოა-ზეციდან მხრის. რომ ახლა ავად ვარ და შთაგონების მიველტვი ამონს- მხოლოდ შეშლილობის, გაგონების, აქ ყოფნის გამო! შორიდან მუზეუმებს დალანდვათა ხმაური სდევდა და ახლა ტრიუმფალურ უკვდავებას საკრკეში ვხედავ! მე ვხედავ ყველაფერზე მოელვარე ვერცხლისფერ ქარებს და ყველაზე მეტად მე მომეხვია სევდა მდუმარე: შლის მინდვრებიდან ორტეზიას ცალკე სტუმარი- და ამოძრავდა პოეზია ვით კეისარი! ნაბიჯი სიღრმით ვტყორცნე, როგორც კუპიდონის ისარი მე როგორც ოდისევსის ოდისეა იქ მივიჩქარი! ვთხრი აპოლონის განათებას ზეასტეროიდ მზეს და ველი ისევ დაბადებას ძირს ვით დიონისე! მე ვისვრი ისევ სანათებად ზეციურ ონიქსებს და ვერავის ბრჭყალები ამ იდეას მოიქცევს: ის დაფრინავს, ქმნის, ისაკუთრებს კოსმიურ ტბორით პოეტურ ოაზისს აქვს კვლავ- ნება ლივინგსტონის! ღელვა ზღვების დონის დაშრა და დგას იადონი და დგება ყვავილების მარშლად ჩემში დემონი! შენ მოგსდევს ფურცლების გადაშლა- მე კი ბაგეთა შტორმი, რომ ისტორიის წაშლა ისევ იქნება ომით! მომყვება ტბიდან გედთა აშლა ფარშევანგების ძილით და საუკუნო აბჯრად: მტვერი და ქარი სილის! ძვირი ჯდება განსჯა ღამის თან თეთრი მძივით, თუმცა დროებას ვუტოვებ პოეტურ სიფილისს! და ახლა გარემოება ჰკვეთს ანუსის ფიზიკს მე ვეცემი და ემსგავსება პომპეის კრიზისს! მე ვარ არსი არსებობის ან ეგზორციზმის, მარტოობის ანაც ბრბობის, აზრის ან სიზმრის მე ჩემში სხვა სიცოცხლეს ახლა სხეული მიხსნის ზღვებს მოჰყვება ამოღელვა, მე- ალღო რითმის და გარდაცვლილად მესახება ხსნა ალგორითმის, სადაც ვამბობ " სიტყვა- მიაპობს შორეულ ციკლებს ჩემს თავის ტკივილებს და შეშუპებულ ჩემს ჯირკვლებს" ანუ პოეზიურ დიაგნოზს მე რომელი მიკვლევს? ბგერა ისევ დიაპაზონს ჰიპნოზით ისმენს და წლები ისევ მიაქვს წამზომს, ზე დოზით იწვევს- ტკივილი ჰგავს ბნელ ამაზონს- მენტალურ მიწისძვრებს! მე ვწერ სხვა ეპიტაფიას: მხოლოდ ფურცლების მჯერა მე ვიწვავ ჩემს სხეულს და ვახდენ ფერფლზე ხელწერას- იმ დოკუმენტის ფასი რაზეც დემონს ეწერა: მხოლოდ შენთვის- ყოფნა მახსოვს და ეფემერა! მე წესი შევადგინე როცა ვიყავი ბავშვი, რომ მნათ შეგრძნებებს სდევს გრიგალი ისევ შენს თმაში და რომელიმეს თუ შეეხე მოვკვდები მაშინ- მე გადმოვცხოვრდი შენში: გულში, ფიქრში და ტანაში! ვწერ შენზე და რომ შევიხედოთ ფიქრს შიდა ტანში სივრცე სუფევს ოღონდ უფრო მცირე მასშტაბში! მე დედამიწის გრილ და ულევ ღიმიდან დავძრავ შენს სხეულზე შეხებას და ხორკლებად აღგძრავ! ამ მკლავებით იფარება სექსუალპები- სხეულზე წარმოქმნილი სიმაღლეთა მკლავს ფრაგმენტები! ვხედავ სიზმარს მწვანე ტყეში მოძრაობდნენ ნიმფები- და არ მსურს შენი წარსული, მე ბაგით მინდები, რომ მოგყვე როგორც მდინარება- მანიფესტებით და ახლა დიდი მდუმარება მაგრძობს და ვლპები და რომ ვლპები კი არ ვკვდები არამედ მისით ვთვრები- ჩემში გადამალულ პოეზიის პენტაგონს ვხვდები! შემდეგ აღმოვაჩენ ჟღერადობის იმ პირველ კვირტს და ვახდენ დაკვირვებას მასზე ვდგავ დინამიტს, რომ არ არსებობს რაც თქმულა, ჩემი რითმაც ჰგავს მითს! მე ვგრძნობ რომ უდაბნოა და მწვერვალზე არწივი ზის მისი თვალთახედვა უმართოა-ზეციდან მხრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი